საბჭოთა ნკვდ-ს მიერ ქ. ქუთაისის ბანაკში დატყვევებული პოლონელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ინაუგურაციის დღეს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დოკუმენტური ფილმი „ბანაკი 0331“ წარადგინეს.
იმ ხანად, ქ. ქუთაისში არსებული ეს ბანაკი თითქმის უცნობია, როგორც ქართველებისთვის, ისე პოლონელებისთვის. იქ პოლონეთის ეროვნული არმიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი მოხვდა, რომლებიც საბჭოთა ნკვდ-მ ვილნიუსის რეგიონიდან გადაასახლეს 1945 წლის მარტში. უამრავი მათგანი შიმშილით, ავადმყოფობითა და მონური შრომით დაიღუპა.
იქ მყოფმა ტუსაღებმა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა და დამხმარე ობიექტები უმძიმეს პირობებში ააშენეს.
„ბანაკი 0331“ არის უწინ, საბჭოთა ნარატივით ფესვგადგმული დისკურსის ერთგვარი წინააღმდეგობაა. ამ პროპაგანდისტული გზავნილების თანახმად, პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი, იაპონელი სამხედრო ტყვეები და ნაცისტები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც „სსრკ-ს მტრები“. ამ მიზანმიმართული საბჭოთა ფარისევლობისა და ისტორიული ჭეშმარიტების აღდგენის კვლევის არარსებობის შედეგი კი ის არის, რომ გერმანელებს, იაპონელებსა და პოლონელებს ყოველგვარი განსხვავების გარეშე ხშირად ერთად მოიხსენიებენ, როგორც შრომითი ბანაკის „მსხვერპლებს“.