აგატა კორნჰაუზერ-დუდა საქართველოში პოლონური თემის წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შეხვდა. პოლონეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ სახელმწიფო ორდენების გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა.
სახელმწიფო ჯილდოები იმ გამორჩეულ პოლონელებს გადაეცათ, რომლებიც საქართველოში პოლონური თემისა და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებისთვის იღვწიან. ღირსების ოქროს ჯვრებით დაჯილდოვდნენ და ანა გრეტკირევიჩი, მამა მაჩიეი მამაი და მამა ანდჟეი გრაჩიკი. ღირსების ვერცხლის ჯვრები გადაეცათ ბეატა კარასსა და დანიელ ზატორსკის.
ანდჟეი დუდას სახელით, ორდენები პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა ანდჟეი დერამ გადასცა დაჯილდოვებულებს.
ვულოცავთ ორდენოსნებს!
ასევე, პირველმა ლედიმ საქართველოში პოლონური თემის წარმომადგენლებს გადასცა საჩუქრები, კამპანია „დახმარება პოლონელებს აღმოსავლეთში“-ს ფარგლებში და წმ. დედოფალ იადვიგას სახელობის სკოლას ეწვია თბილისში.