4.03.2022 სიახლეები

 Poland first to help

ომის დაწყებიდან გუშინდელ დღემდე, მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა უკრაინა. ისინი თავშესაფარს სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ.

ასეთ მოკლე დროში პოლონეთმა ნახევარ მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან და ეს რიცხვი საათობრივად იზრდება.

პოლონეთში უკრაინელებს ძალიან თბილად ხვდებიან. პოლონელები მათ უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ ბინებით, ტრანსპორტით, საკვებით, სამედიცინო დახმარებითა და მატერიალური მხარდაჭერით.

2022 წლის 26 თებერვლიდან პოლონეთში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ PKP მატარებლებით უფასოდ ისარგებლონ. უბილეთო გადაადგილება უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის საფუძველზეა შესაძლებელი.

Scheduled სიახლეები