ულმების ოჯახის წამების ამბავი მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს

ჩვენ, როგორც პოლონელები, ვამაყობთ იმით, რომ 2023 წლის 10 სექტემბრიდან ჩვენს თანამემამულეებს, ულმების ოჯახს კათოლიკური ეკლესია ნეტართა შორის მოიხსენიებს. ამ მოვლენის მნიშვნელობა სცილდება რელიგიურ განზომილებას. ეს ასევე იქნება ერთგვარი ხარკი იმ გმირებისთვის, რომლებიც კაცობრიობის უმაღლეს იდეალებს განასახიერებენ.
09 09.2023 მოვლენები, სიახლეები

25-28 მაისს თბილისში წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც საპატიო სტუმარი პოლონეთი იყო.

ღონისძიება ოფიციალურად პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა მარიუშ მაშკევიჩმა გახსნა. ფესტივალის მიმდინარეობისას გავმართეთ ოცამდე შეხვედრა მთავარ სცენაზე, რამდენიმე ინდივიდუალური კონსულტაცია ქართულ ინსტიტუტებთან და თითქმის ოთხმოცი მოლაპარაკება B2B ფორმატში.
02 06.2023 ლიტერატურა, მოვლენები, სიახლეები

პოლონეთი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2023-ის საპატიო სტუმარია

2023 წლის 18 მაისი – ცხრა გამომცემლობა, კულტურული დაწესებულება და კვლევითი ცენტრი თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე თავის ნამუშევრებს წარადგენს პოლონეთის ეროვნულ სტენდზე. ღონისძიება 25-28 მაისს გაიმართება. საჯარო შეხვედრებსა და საუბრებში მონაწილეობას 20-ზე მეტი მწერალი, მკვლევარი, მთარგმნელი და კულტურის სფეროს მენეჯერი მიიღებს, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ამჟამინდელ კულტურულ რუკაზე გაამახვილებენ ყურადღებას და ომის დროს კულტურის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
01 01.1970 ლიტერატურა, მოვლენები, სიახლეები