17.07.2020 მოვლენები, სიახლეები

სუფთა გზა გლობალიზაციის ახალი მოდელისკენ: ევროპული 5G რეალიზმის დრო

ეს წელი ისტორიაში შევა, როგორც დიდი ბრძოლებისა და შედეგების ხანა. ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ ადამიანთა ეპიკურ ძალისხმევას წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის. ეს გამოწვევა მომდევნო თვეებში გველის და მას პოსტკოვიდური ეკონომიკის შედეგები ჰქვია.

თითქმის ყველა მთავრობა თანხმდება, რომ აუცილებელია განვითარების კიდევ უფრო გაღრმავება, ჩვენი მოქალაქეების უმუშევრობისგან დაცვა და ბიზნესის მხარდაჭერა ეკონომიკის სტიმულირების გზით. მაგრამ, რეცესიის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებმა ასევე უნდა გაითვალისწინოს გრძელვადიანი პერსპექტივებიც, რათა თავიდან ავიცილოთ არასაიმედო პარტნიორებზე ეკონომიკური დამოკიდებულება.

პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმოების უსაფრთხო ხაზები მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობისა და ლაბორატორიებისთვის. იგივე ეხება 5G გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის უსაფრთხოების უგულებელყოფა დიდი შეცდომა იქნება, რაც ევროპელებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ.

ეროვნული უსაფრთხოება უნდა იყოს გლობალიზაციასთან დაკავშირებული აზროვნების განუყოფელი ნაწილი. არავის სურს ერთა შორის ახალი კედლების აგება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატიისგან იზოლირებულმა გლობალიზაციამ შეიძლება საშიში შედეგები მოგვიტანოს. დღეს ჩვენს გლობალიზებულ სამყაროს ავტორიტარული ერებისგან ძალზედ ნეგატიური გავლენა ემუქრება – ევროპის ხარჯზე.

მსოფლიოს ნაკლოვანებებმა არ უნდა გვიბიძგოს ურთიერთდაკავშირებულ სამყაროზე უარის თქმისკენ. პირიქით – უნდა მოგვცეს მოტივაცია, რომ უკეთესი და უფრო თავისუფალი გავხადოთ იგი. დემოკრატიულად კონტროლირებადი და სოციალურად პასუხისმგებელი გლობალიზებული სამყარო, რომელიც შეესაბამება ევროპის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების პრინციპებს, არის პასუხი ამ საფრთხეებზე.

ჩვენი კეთილდღეობა ევროკავშირში და ადგილი გლობალურ სისტემაში დიდწილად თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით განისაზღვრება. მე-20 საუკუნეში საავტომობილო ძრავამ შეცვალა ხალხის გადაადგილება, დღეს 5G ქსელი ცვლის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების პრინციპებს ჩვენს საზოგადოებაში. მონაცემთა გადაცემა გაუმჯობესებული მობილური ფართოზოლოვანი ქსელით, ულტრა საიმედო დაბალი ლატენტური კომუნიკაციებითა და მრავალი მოწყობილობის დაკავშირების შესაძლებლობით, კომუნიკაციის ფუნქციონირებას საგრძნობლად დააჩქარებს – ისევე, როგორც თავად ეკონომიკას.

იმისათვის, რომ ეს ტექნოლოგია კარგ მიზნებს ემსახურებოდეს, მისი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ნდობასა და დემოკრატიულ კონტროლს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვრისკავთ, რომ დღევანდელი კრიზისი იქნება მხოლოდ პრელუდია იმისა, რაც გველოდება, იმ შემთხვევაში, თუ საეჭვო ორგანიზაციამ ჩაიგდო ხელში კონტროლი 5G ქსელებზე. სულ მალე ჩვენი მთელი ეკონომიკა დაეფუძნება ამ ტექნოლოგიას და ვერ შევძლებთ მის გარეშე ფუნქციონირებას. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ის, რომ იგი კერძო თუ სახელმწიფო საკუთრების ხელში აღმოჩნდეს.

პოლონეთი და მისი მოქალაქეები უნდა დავიცვათ იმ საფრთხეებისგან, რაც 5G მიღწევებით წარმოიქმნება. ერთგულნი ვრჩებით იმ 5G ეკოსისტემისა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას უზრუნველყოფს.

ამ ეკოსისტემის აგებისას, ჩვენ გვიჩნდება ერთი კითხვა: ვის ვენდობით? არჩევანი ნათელია: ევროპაში ჩვენ გვყავს ორი სანდო გამყიდველი. ორივე მსოფლიო დონის ფირმაა, გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკით, კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული მმართველობით. მეორე მხარეს არის ორი კომპანია, რომელსაც აკონტროლებს ავტორიტარული რეჟიმი. ტექნოლოგიური, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოების გადამწყვეტი განზომილებაა. ქვეყნებს უნდა შეეძლოთ გააკონტროლონ ტექნოლოგიების მომწოდებლები, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამიტომაც, ისინი უნდა იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ფუნდამენტურ ფასეულობებს: დემოკრატიას, გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კონტროლი მათზე იქნება ილუზორული, ხოლო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა არასწორად განსაზღვრული.

შეერთებულ შტატებთან ჩვენმა ალიანსმა ომისშემდგომ დასავლეთ ევროპას კეთილდღეობა და მშვიდობა მოუტანა და დღემდე მოაქვს უსაფრთხოება ჩვენი კონტინენტის თითქმის ყველა ნაწილში. ჩემი მთავრობა თვლის, რომ ევროპას სჭირდება ამ ალიანსის გაგრძელება ტექნოლოგიური განზომილებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი 5G ქსელის მშენებლობას. ეს ქსელი მალე იქნება ყოვლისმომცველი და მისი უსაფრთხოება ნებისმიერ ფასად უნდა ვუზრუნველყოთ. ამისათვის, ყველა ევროპელმა მეწარმემ უნდა შეინარჩუნოს სუფთა საწარმოო ხაზები, იმ პოტენციური ინდუსტრიული ჯაშუშობისაგან დაცული, რამაც შეიძლება მათი საქმიანობა შეაჩეროს და ზიანი მთელ ეკონომიკას მიაყენოს.

ეროვნული უსაფრთხოების რეალიზმი ფუნდამენტურია გლობალიზაციის იმ მოდელის შექმნის საქმეში, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ენდობიან. ამ ნდობის გარეშე, გლობალური ეკონომიკის საფუძვლები შეიძლება არა მხოლოდ გაფუჭდეს, არამედ დაიშალოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანასა და კომპანიას, განსაკუთრებით ჩვენს ევროპელ მეზობლებს, მიიღონ მძლავრი ეროვნული ზომების სუფთა გზა, 5G ქსელების უზრუნველსაყოფად. ისევე, როგორც ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებაში, რეალიზმი ტექნოლოგიურ დაცვაშიც აუცილებელია, თამაშის ეკონომიკური წესების გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის. ეს ყველას მოგვემსახურება – და დაგვიცავს.

https://www.gov.pl/web/newzealand/prime-minister-mateusz-morawiecki-for-daily-telegraph

Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები