19.04.2024 თეატრი, მუსიკა, სიახლეები

ვიერა გრანის რეპერტუარი მონიკა ხჟონსტოვსკას შესრულებით, ვარშავის გეტოში აჯანყების დაწყების წლისთავთან დაკავშირებით.

ვარშავის გეტოში აჯანყების დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, პოლონურმა ინსტიტუტმა კონცერტი მოაწყო ვიერა გრანის რეპერტუარით, რომელსაც ვარშავის ებრაული თეატრის არტისტი, Monika Chrząstowska ასრულებდა.

მომღერალს აკომპანიმენტს უწევდნენ:

Bartozzi Wojciechowski – ბასი

Franciszek Wajdzik – ფორტეპიანო

Kuba Chmielarski – გიტარა

ომის დროინდელი ვარშავის სიმღერების ჯაზური არანჟირების საშუალებით ღონისძიებამ ებრაული წარმოშობის გამორჩეული პოლონელი მომღერლის მძიმე ბედი შეგვახსენა.

ვიერა გრანის სიმღერებს მთელი ომამდელი ვარშავა მღეროდა.

1941 წლის მარტში იგი ნებაყოფლობით შევიდა ვარშავის გეტოში, რათა იქ მყოფ დედასა და დებს შეერთებოდა. გეტოში გრანი კაფე “Sztuka”-ს მხატვრული ხელმძღვანელი გახდა, სადაც მსმენელს თავისი ულამაზესი, გამორჩეული, ხავერდოვანი ხმით ხიბლავდა. მას აკომპანიმენტს ვლადისლავ შპილმანისა და ადოლფ გოლდფედერის შესანიშნავი საფორტეპიანო დუეტი უწევდა.

ვიერა გრანი ერთადერთი იყო თავისი ოჯახიდან, რომელიც ომს გადაურჩა.

ომის შემდეგ მან სცენაზე გამოსვლა განაახლა, თუმცა გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდების გამო, მას ყველგან სდევნიდნენ და ავიწროებდნენ. სიმართლის გასარკვევად მან პროკურატურასთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობაც კი დაიწყო. მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ, გამოძიება „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“ შეწყდა და დადგინდა, რომ ბრალდებები მხოლოდ ჭორებსა და ცილისწამებას ეფუძნებოდა.

დიდი მადლობა არტისტებსა და სტუმრებს შესანიშნავი ატმოსფეროსთვის, ხოლი სამეფო უბნის თეატრს – მასპინძლობისთვის!

Scheduled თეატრი მუსიკა სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები