27.07.2020 ისტორია, სიახლეები

„როდესაც იცინის ბავშვი მაშინ იცინის მთელი სამყარო“


დღეს ცნობილი პოლონელი პედაგოგის, ექიმის, მოაზროვნის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იანუშ კორჩაკის დაბადების დღეა. კორჩაკი 1878 წლის 22 ივლისს ვარშავაში დაიბადა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა. 1912 წლიდან ხელმძღვანელობდა ებრაელი ბავშვებისთვის განკუთვნილ ობოლთა თავშესაფარს; 1919 წელს თანამოაზრეებთან ერთად პოლონელი ბავშვებისთვის დაარსა „ჩვენი სახლი“. მისი შემოქმედება საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია; ასობით სტატიისა და წიგნის ავტორია. მისი ნაწარმოებიდან ქართველი მკითხველისთვის ცნობილია „მეფე მათიუშ პირველი“, რომელიც, ალბათ ბევრი ჩვენგანის საყვარელი საბავშვო ნაწარმოებიცაა.
1942 წელს ვარშავის გეტოში მან უარი თქვა საკუთარი თავის გადარჩენის შანსზე; იგი ობოლთა თავშესაფარის თანამშრომლებთან და აღსაზრდელებთან ერთად მოკლეს ტრებლნიცას გერმანელთა სიკვდილის ბანაკში.

Scheduled ისტორია სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები