23.10.2020 მოვლენები, სიახლეები

გაეროს კვირა – გაეროს 75-ე წლისთავი

გაეროს ორგანიზაციის დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოაწყო ექსპერტთა შეხვედრების სერია და საინფორმაციო და სარეკლამო კამპანია ლოზუნგითგაეროს კვირა”.

”მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული გამოცდილების შემდეგ გაეროს არსებობის მიზანი იყო კიდევ ერთი გლობალური კონფლიქტის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ეფექტურობა ხშირად ეჭვქვეშ დგება, უნდა ვაღიაროთ, რომ ორგანიზაციამ გაამართლა მასზე დამყარებული მოლოდინები, ”- აღნიშნა მინისტრმა რაუმ ამ კვირის ვირტუალური დებატების შემაჯამებელ სიტყვაში გაეროს ოპერაციების ძირითადი ასპექტების შესახებ.

შაბათს, 2020 წლის 24 ოქტომბერს, გაიმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 75-ე წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს United Nations Association Poland-თან თანამშრომლობით დაიწყო გაეროს კვირეული, ვირტუალური დებატების სერია, სადაც დიპლომატებმა, აკადემიკოსებმა და პრაქტიკოსებმა განიხილეს გაეროს პრიორიტეტული სფეროები და პოლონეთის როლი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ გახსნა დღევანდელი შეხვედრა “როგორი პოლონეთი როგორ გაეროში?” მან ასევე შეაჯამა გაეროს კვირეულის ღონისძიებები, რომლის ინტერესის სფეროები – ადამიანის უფლებებს, მშვიდობას, უსაფრთხოებას და განვითარებას ეხებოდა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის სპეციფიკურ როლს და მათ გაძლიერებულ ჩართულობას გაეროს საქმიანობაში.

გაეროს 75-ე წლის იუბილეს ისტორიულ მომენტზე საუბრისას პოლონეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა: ”გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის გაზმოვა და მისი შეფასება მეტად რთულია, ჩემი აზრით, გაეროს პოზიტიური წვლილი უდავოა და ამ ორგანიზაციის რეალური ალტერნატივა არ არსებობს. ”

მინისტრმა რაუმ პოლონეთის ვალდებულებაზე საუბრისას გაიხსენა პოლონეთის უშიშროების საბჭოს წევრობის და პოლონელი ჯარისკაცების დაბრუნების შესახებ გაეროს სამშვიდობო მისიებიდან 2019 წელს. მან ასევე გაამახვილა ყურადღება პოლონეთის საქმიანობაზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, განსაკუთრებით აქცენტი გააკეთა ყველაზე დაუცველი ჯგუფების – ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვაზე, რაც პოლონეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ამჟამინდელი წევრობის პრიორიტეტებია.

ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პიოტრ ვავრზიკი, რომელიც  თავის გამოსვლაში შეეხო პოლონეთის თვალთახედვით უმნიშვნელოვანეს პუნქტებს გაეროს მისიის,  პრიორიტეტების და ორგანიზაციის რეფორმების საკითხებში.

.

გაეროს კვირეულის დისკუსიების და გამოსვლების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ: https://www.gov.pl/web/dyplomacja/tydzien-onz   (მხოლოდ პოლონურ ენაზე).

Scheduled მოვლენები სიახლეები

3 მაისის კონსტიტუციის მიღების 230-ე წლისთავი 🗓

როდესაც 1791 წლის 3 მაისს ოთხწლიანმა სეიმმა (ცნობილია, როგორც "დიდი სეიმი") პოლონურ-ლიეტუვური რესპუბლიკის აქტი - 3 მაისის კონსტიტუცია - მიიღო, პოლონეთ-ლიეტუვას თანამეგობრობა გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში და მეორე მსოფლიოში, რომელსაც თავისი კონსტიტუცია ჰქონდა. ეს იყო იმ დროისთვის ძალიან პროგრესული და თამამი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც არაერთ რეფორმას უხსნიდა გზას. ამავდროულად, აღნიშნული აქტი პოლონეთისა და ლიეტუვას მრავალსაუკუნოვანი კავშირების კულმინაციას წარმოადგენდა.
03 05.2021 ისტორია, სიახლეები