21.02.2021 ისტორია, სიახლეები

დღეს, გულწრფელად ვულოცავთ ქართველ ხალხს და ერთად აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს.

1921 წლის კონსტიტუცია იყო შესანიშნავი მიღწევა, რომელიც ითვალისწინებდა ამაყ სამართლებრივ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერის საქმეში. იგი ყველაზე უკეთ ასახავდა ქართველი ხალხის მაღალ დემოკრატიულ მისწრაფებებს.

საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ მყარად დაუმკვიდრა ადგილი ქვეყანას ევროპულ ფასეულობათა ოჯახში, რაც გულისხმობს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობის დაცვას, ფუნდამენტურ უფლებებს და შეკრების, სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია უსწრებდა დროს. მან უზრუნველყო საყოველთაო საარჩევნო უფლება არჩევნების პროპორციული სისტემისათვის, რომლითაც სარგებლობა თანაბრად შეეძლოთ ქალებსა და მამაკაცებს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებასა და ეროვნული უმცირესობების დაცვას. ამავდროულად, ასახავდა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს და სამართლის აღსრულების მკაცრ ჩარჩოებს. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ეტალონები შექმნა – ნიშნულები, რომლებიც დღემდე აქტუალურია.

საქართველოს ამბიცია აყვავებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატიის მშენებლობის შესახებ ამ ისტორიულ კონსტიტუციაშია გაწერილი. ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნისას ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.

Scheduled ისტორია სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები