29.07.2021 ისტორია, მოვლენები, სიახლეები

ობელენის დიდი გალა ვაველის სამეფო ციხესიმაგრეში

ვაველის სამეფო ციხე წარმოგიდგენთ ვაველის გობელენების არაჩვეულებრივ კოლექციას, სახელწოდებით „მეფის ყველა გობელენი. 2021–1961–1921 წლები”.

მეფე ზიგმუნდ აუგუსტის დაკვეთით შექმნილი ვაველის გობელენების კოლექცია იაგელონური ოქროს ხანის სიმბოლოა და ევროპაში ამ ტიპის უდიდეს კოლექციას წარმოადგენს. გობელენები 1550-1560 წლებში დამზადდა ქ. ბრიუსელში.

ძვირფას გობელენებს ძალიან მშფოთვარე ისტორია აქვთ. დაუმალეს შვედებს; გაძარცვეს იმპერატორ ეკატერინას ბრძანებით; 1939 წელს, გერმანელების კრაკოვში შესვლამდე სამი დღით ადრე, მალულად გაიტანეს ქალაქიდან; იმავე წლის 18 სექტემბერს რუმინეთში გადამალეს; მოგვიანებით, გობელენები საფრანგეთში, ინგლისის გავლით კი კანადაში აღმოჩნდა. გობელენების ნაწილი პოლონეთში მხოლოდ 1961 წელს დაბრუნდა. რუსების მიერ 1795 წელს მოპარული ერთეულები, პოლონეთმა რუსეთისგან 1921 წელს, რიგის სამშვიდობო ხელშეკრულებით დაიბრუნა.

როგორც იქნა, თითოეული მათგანი პოლონეთშია.

დღეს უკვე, პირველად შეგიძლიათ იხილოთ პოლონეთში დაცული 137 ნამუშევარი.

გამოფენა ასევე მოგვითხრობს რესტავრატორების უზარმაზარ შრომაზე, რომლებიც ებრძვიან ზიანისა და განადგურების შედეგებს, რაც გობელენებზე მათი მშფოთვარე ისტორიის განმავლობაში აისახა. 1921 წელს რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, გობელენების კონსერვაციის გრძელვადიანი პროცესი დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება.

მეორე მსოფლიო ომის დროს გობელენების გადარჩენაში ბევრმა ადამიანმა შეიტანა წვლილი, მათ შორის იყვნენ პოლონელი დიპლომატები.

გამოფენა სტუმრებისთვის ღია 2021 წლის 31 ოქტომბრამდე იქნება.

მეტი, გამოფენის შესახებ:

Wawel Royal Castle – All the King’s Tapestries: Homecomings 2021–1961–1921

მათთვის, ვინც პირადად ვერ ეწვევა კრაკოვს, გიწვევთ ვირტუალურ გამოფენაზე:

Virtual tour. Exhibition “All the King’s Tapestries: Homecomings 2021–1961–1921” at Wawel Royal Castle. Produced by Skanowanie.XYZ

Scheduled ისტორია >მოვლენები >სიახლეები