28.07.2021 სიახლეები

“Research in Poland” – ახალი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებს პოლონეთში

აკადემიური გაცვლის ეროვნულმა სააგენტომ NAWA-მ შექმნა ახალი პლატფორმა „Research in Poland“.

ებგვერდი researchinpoland.org ოპერირებს ინგლისურ ენაზე და განკუთვნილია პოლონეთში კვლევითი სამუშაოებით დაინტერესებული უცხოელი მეცნიერებისა თუ დოქტორანტებისათვის.

ვებგვერდი შექმნილია სამი ძირითადი საინფორმაციო-სარეკლამო მიზნის მისაღწევად:

1. უცხოელ მკვლევრებს მიეწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოლონეთის უმაღლესი განათლების სისტემისა და პოლონეთში ლეგალურად ყოფნის ფორმალური საკითხების შესახებ;

2. დაინტერესებულ პირებს მიეწოდოთ ცნობები პოლონეთში სამეცნიერო კარიერის გაგრძელების კუთხით: სამსახურები, პროექტები, გრანტები, სამეცნიერო ღონისძიებები, რომელთა წყალობითაც ისინი მოახერხებენ იპოვონ ის, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ;

3. პოლონელ მეცნიერთა და ზოგადად, პოლონური მეცნიერების მიღწევების პოპულარიზაცია წარმატებული ისტორიების გაზიარებით.

პოლონეთის სამეცნიერო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე მის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციები და ასოციაციები მოწვეულნი იყვნენ ახალი ვებსაიტის შესაქმნელად, მათ შორის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი, კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრი, პოლონური მეცნიერების ფონდი, ბრიუსელში პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების ხელშეწყობის ოფისი “PolSCA”  და დოქტორანტთა ეროვნული წარმომადგენლობა. ასევე, NAWA წაახალისებს პოლონურ უნივერსიტეტებსა თუ კვლევით ინსტიტუტებს, სიახლეებისა და წარმატებული ისტორიების ფორმირების მიმართულებითაც.


ეწვიეთ ვებგვერდს:

Research in Poland » NAWA

Scheduled სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები