18.03.2022 სიახლეები

 არა დეზინფორმაციას!

კრემლი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ საბრძოლო იარაღს, დეზინფორმაციას იყენებს.

სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რამდენიმე თვის მანძილზე რუსული დეზინფორმაციის მანქანა თანმიმდევრულად ავრცელებდა ნარატივს უკრაინული ნაციონალიზმის შესახებ. ამით კრემლმა შექმნა მითი უკრაინელების რუსოფობიური განწყობის შესახებ, შემდგომი აგრესიის გასამართლებლად.

სინამდვილეში, უკრაინის რუსულენოვანი მაცხოვრებლების დევნას არასდროს ჰქონია ადგილი.

რუსეთის პრეტენზიები უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის შესახებ თანაბრად მცდარია.

მათი მიზანი შეიძლება იყოს:

  • პანიკის დათესვა და დაძაბულობის გამყარება,
  • საკუთარი გეგმებიდან ყურადღების გადატანა,
  • უკრაინისა და დასავლეთის პროვოცირება-დადანაშაულება.

მოდით, დავეყრდნოთ მხოლოდ დადასტურებულ საინფორმაციო წყაროებს!

illustration:@PolandMFA/Twitter.com

Scheduled სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები