24.03.2022 სიახლეები

უკრაინელი ხელოვანის, დარია კოლცოვას პროექტი სახელწოდებით “დამცავი თეორიები”.

24 მარტს, რუსეთის სასტიკი თავდასხმიდან ერთი თვის თავზე, უკრაინის მაცხოვრებლებთან სოლიდარობის ნიშნად, მოგიწოდებთ გააგრძელოთ უკრაინელი ხელოვანის, დარია კოლცოვას პროექტი, სახელწოდებით “დამცავი თეორიები”.

მისი ინსტალაცია გეომეტრიული სიზუსტით მაგრდება ფანჯრებზე. ამ ლენტებს შეუძლიათ შუშის უკონტროლო მსხვრევა შეაჩერონ, რასაც დაბომბვების შედეგად, ადამიანების დასახიჩრება და მოკვლაც კი შეუძლია. დარტყმის ტალღისგან დამცავი ეს ლენტი, ომის მჭევრმეტყველი სიმბოლო გახდა.

შეუერთდით ამ პროექტს.

მიამაგრეთ ლენტი ფანჯრებზე, გადაიღეთ ფოტო და გააზიარეთ იგი სოციალურ მედიაში შემდეგი ჰაშთაგებით:

#TheoryOfProtection

#DaryaKoltsova

#StandWithUkraine

Scheduled სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები