13.04.2022 სიახლეები

კატინის მსხვერპლთა მსოფლიო დღე

1943 წლის 13 აპრილს გერმანულმა რადიომ მსოფლიოს საბჭოთა ჯარისკაცების მიერ მოკლული პოლონელი ოფიცრების სამარხის აღმოჩენის შესახებ ამცნო. მკვლელობები იდენტური ხელწერით, ანუ კეფაში გამჭოლი გასროლით იყო ჩადენილი.

საერთო ჯამში, NKVD-ს ბრძანებით კატინის ტყეში 14500 პოლონელი დასაჯეს სიკვდილით. სამხედრო ტყვეები, ძირითადად ოფიცრები და პოლიციელები იყვნენ, კოჟელსკის, სტარობიელსკისა და ოსტაშკოვის ბანაკებიდან, ხოლო დანარჩენი 7300 – საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პოლონელები.

პოლონეთის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის მმართველი პარტიისა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს დონეზე იყო მიღებული. პოლონელების დახვრეტა განხორციელდა ყოველგვარი გამოძიების, სასამართლოსა თუ საბრალდებო დასკვნის გარეშე.

დანაშაულის შესახებ სიმართლე დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა და მხოლოდ დამახინჯებული ფაქტები იყო ცნობილი. საბჭოთა კავშირი ამტკიცებდა, რომ ხოცვა-ჟლეტის ავტორები გერმანელები იყვნენ. მხოლოდ 1990 წელს აღიარა სსრკ-ს გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა, რომ მკვლელობა რუსებმა ჩაიდინეს. ოდნავ მოგვიანებით, 1992 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის პოლონეთისთვის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთის მეორე რესპუბლიკის თითქმის 22000 მოქალაქის მიმართ განხორციელებული გენოციდი, დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება და ტოტალიტარიზმის, ავტოკრატიისა და ძალადობის შესახებ გვახსენებს.

ამ სასტიკი დანაშაულის ხაზგასასმელად და მის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის მიზნით, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა 13 აპრილი კატინის მსხვერპლთა მსოფლიო დღედ დააწესა.

Scheduled სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები