7.11.2022 მოვლენები, სიახლეები

დევნილობაში მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლის ყვავილებით შემკობა

6 ნოემბერს ქუთაისში ორგანიზებულ ღონისძიებათა ნაწილი იყო დევნილობაში მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლის ყვავილებით მორთვა და სანთლების დანთება. აღნიშნული მონუმენტი რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა.

რაჩკევიჩის ნეშტს, ემიგრაციაში დარჩენილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, ავგუსტ ზალესკისა და სტანისლავ ოსტროვსკის ნეშტებთან ერთად, მალე დიდი ბრიტანეთიდან პოლონეთში გადაასვენებენ, ხოლო 12 ნოემბერს ვარშავის Świątynia Opatrzności Bożej-ში დაკრძალავენ.

Scheduled მოვლენები >სიახლეები