16.12.2022 მოვლენები, სიახლეები

პოლონური ენის კურსის საზეიმო დასრულება.

თბილისში პოლონური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პოლონური ენის კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომების გადაცემის ცერემონია.

გამოცდაზე გავლილი სტუდენტები დაჯილდოვდნენ პრიზებით.

ცერემონიის შემდეგი ნაწილი იყო შობასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოდგენა, საშობაო სიმღერების „კოლენდების“ შესრულება და შობის დღესასწაულის ერთად აღნიშვნა.

ცერემონიას უძღვებოდა ლექტორი, ბ-ნი დანიელ ზატორსკი, სერტიფიკატები კი პოლონეთის ინსტიტუტის დირექტორმა, ლეხ კონჩაკმა გადასცა.

გიწვევთ სასწავლო კურსის მომდევნო გამოცემებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.

Scheduled მოვლენები >სიახლეები

ულმების ოჯახის წამების ამბავი მთელმა მსოფლიომ უნდა

ჩვენ, როგორც პოლონელები, ვამაყობთ იმით, რომ 2023 წლის 10 სექტემბრიდან ჩვენს თანამემამულეებს, ულმების ოჯახს კათოლიკური ეკლესია ნეტართა შორის მოიხსენიებს. ამ მოვლენის მნიშვნელობა სცილდება რელიგიურ განზომილებას. ეს ასევე იქნება ერთგვარი ხარკი იმ გმირებისთვის, რომლებიც კაცობრიობის უმაღლეს იდეალებს განასახიერებენ.
09 09.2023 მოვლენები, სიახლეები