3.06.2022 ვიზუალური ხელოვნება, მოვლენები, სიახლეები

 თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, “Radical Hope”-ის გახსნა.

გუშინ 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით “Radical Hope”.

ცერემონიაზე, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის, პროფესორ პიოტრ გლინსკის სახელით, ქალბატონ მაგდა გურულს საპატიო სამკერდე ნიშანი “Zasłużony dla Kultury Polskiej” გადასცა.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ!

ასევე შეგახსენებთ, რომ გამოფენა “Radical Hope” 2022 წლის 12 ივნისამდე გაგრძელდება.

გეპატიჟებით!

Scheduled ვიზუალური ხელოვნება მოვლენები სიახლეები