21.02.2019 მოვლენები, სიახლეები

ზბიგნიევ პრაისნერი, კიეშლოვსკის საყვარელი კომპოზიტორი

1955 წელს დაბადებულმა პოლონელმა თვითნასწავლმა კომპოზიტორმა, ზბიგნიევ პრაისნერმა, სახელი ლეგენდარულ პოლონელ რეჟისორთან, ქშიშტოფ კიეშლოვსკისთან, თანამშრომლობით გაითქვა სახელი.

პრაისნერი ერთერთი ყველაზე ცნობილი პოლონელი კინო-მუსიკის კომპოზიტორია. სწავლობდა ისტორიას, ფილოსოფიას, აი, მუსიკალური განათლება კი არასდროს მიუღია.

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები კეიშლოვსკისთან თანამშრომლობის დროს დაიწერა. მათ შორის მუსიკამ, რომელიც ტრილოგიისთვის, „სამი ფერი: თეთრი“, „სამი ფერი: ლურჯი“, „სამი ფერი: წითელი“, დაწერა, მას რამდენიმე ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოუტანა; მათ შორის ფრანგული სეზარის ჯილდო, ლოს ანჯელესის ფილმის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო და ოქროს გლობუსის ნომინაცია.

კეიშლოვსკისთან თანამშრომლობა 1984 წლიდან დაიწყო ფილმით Bez końca („დასასრულის გარეშე“) და რეჟისორის გარდაცვალებამდე, 1996 წლამდე, ყოველი მისი მომდევნო ფილმის კომპოზიტორი იყო.

კიეშლოვსკის გარდაცვალების შემდეგ პრაისნერმა პირველი კომპოზიცია შექმნა, რომელიც ფილმისთვის არ იყო განკუთვნილი — Requiem dla mojego przyjaciela („რეკვიემი ჩემი მეგობრისთვის“) — სწორედ კიეშლოვსკის მიუძღვნა. ალბომი 1998 წელს გამოვიდა, თუმცა, კომპოზიციის ნაწილი, როგორც ჩანს, უკვე კიეშლოვსკის სიცოცხლის ბოლო პერიოდში დაიწერა, როგორც პრაისნერმა ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „რეკვიემმა ქშიშტოფი თავის უკანასკნელ მოგზაურობაში გააცილა“.

პრაისნერი 80-ზე მეტი ფილმის კომპოზიტორია. ის ფრანგული ფილმის აკადემიის წევრია და ფილმისთვის მუსიკის წერის გარდა ბევრ საინტერესო პროექტში იყო და არის ჩართულ. მათ შორის აღსანიშნავია Pink Floyd-ის დევიდ გილმორთან თანამშრომლობა. ამ უკანასკნელმა 2005 წელს პრაისნერს სთხოვა, თავისი 9 სიმღერისთვის არანჟირება გაეკეთებიან 40-წევრიანი ორკესტრისთვის, რომელიც საბოლოოდ, 2006 წელს, On an island — ალბომის სახითაც გამოვიდა.

Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები