25.03.2020 მოვლენები, სიახლეები

მრავალფეროვანი პიეროგი

პიეროგი დასავლეთ ევროპის საყვარელი კერძია, მაგრამ პოლონეთში ეს ტრადიციული სამზარეულოს საფუძველია. ყველაზე ახლო შესატყვისი, რასაც ქართულ სივრცეში შეხვდებით, „ვარენიკებია“, თუმცა პოლონური პიეროგი თავისი შიგთავსებით გაცილებით უფრო მრავალფაროვანია, მომზადების ხერხების რაოდენობით კი ლამისაა, კარტოფილს დაეწიოს.

პიეროგის წარმომავლობა გაუკრვევლად რჩება. კერძი პოლონეთში დაახლოებით მე-13 საუკუნეში შემოვიდა, ამიტომ ზოგი ვერსია პიეროგის შემოტანას თათრების ლაშქრობებს უკავშირებს. სხვა ვერსიით, მარკო პოლომ მათი რეცეპტი ჩინეთიდან ჩამოიტანა, თუმცა ყველაზე პოპულარული ლეგენდა ალბათ წმინდა ჰიაცინტეს სასწაულს უკავშირდება, როცა დიდი შიმშილობის დროს ის ხალხს პიეროგით აპურებდა.

როგორც ეს ხშირად ემართება ყველაზე გემრიელ კერძებს, პიეროგიც თავდაპირველად გლეხური, დაბალი დონის საკვებად ითვლებოდა, მაგრამ თანდათანობით ყველა სოციალური ფენა დაიპყრო. სხვადასხვა დღესასწაულზე სხვადასხვა შიგთავსის პიეროგებს აკეთებდნენ. მაგალითად, საშობაო პიეროგი მჟავე კომბოსტოთი და ხმელი სოკოთი კეთდება, ქორწილებში კი სტუმრებს ტრადიციული „კურნიკით“, ქათმის ხორცის პიეროგით უმასპინძლდებიან. შიგთავსები რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება — ლუბლინის ოლქში ყველისა და კარტოფილის შიგთავსს ხმელი პიტნა ემატება.

დასავლელ მოგზაურებს ხშირად აკვირვებთ პიეროგის ტკბილი ნაირსახეობები, თუმცა საქართველოში ალუბლიანი „ვარენიკები“ თითქმის ყველას აქვს გასინჯული. ამიტომ პოლონეთში ყოფნისას აუცილებლად დააგემოვნეთ ტკბილი პიეროგის ნაირსახეობები — სეზონური ხილით და კენკრით, ჯემით ან ყაყაჩოს თესლის მასით. თუ განსაკუთრებულ მონდომებას გამოიჩენთ, შეგიძლიათ, კრაკოვში პიეროგის ფესტივალსაც დაესწროთ, დააგემოვნოთ შემწვარი და გამომცხვარი ნაირსახეობები და პიეროგის სუპიც კი.

თუმცა პიეროგის გასასინჯათ არცაა აუცილებელი, იმოგზაუროთ — ეს მარტივი კერძი ხომ სახლშიც იოლად კეთდება, შიგთავსის ასარჩევად კი ფანტაზიას მიენდეთ.

Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები