3.04.2019 მოვლენები, სიახლეები

პოლონური ყველი

Cuisine of the Polish Presidency 09

 

ყველი პოლონელების ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია. ყველის მოყვარულთათვის პოლონეთი ერთერთი საოცნებო წერტილია რუკაზე. რომელია ყველაზე უცნაური ყველის სახეობანი და რასთან ერთად მივირთვათ? ეს ოთხი ყველი თავმოყვარე გურმანმა აუცილებლად უნდა დააგემოვნოს.

ნამდვილი ოსციპეკი (Oscypek)

ერთი შეხედვით, ოსციპეკი ყველგან იყიდება, მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ „მაღალმთიანი ყველის“ სახელწოდებით გაყიდული მიმსგავსებაა. ნამდვილი ოსციპეკის მომზადება იმდენად რთულია, რომ მის გაყიდვას ევროკავშირის რეგულაციები იცავს. ოსციპეკი აუცილებლად 60%-ით ცხვრის რძით კეთდება. ცხვრები აპრილსა და ოქტომბერს შორის უნდა მოიწველონ, როცა ახალამოსული ბალახით იკვებებიან. ყველი ჭადრის ხისგან გამოთლილ ორნამენტიან ფორმებში, ოსციპიორკებში მწიფდება, რის შედეგადაც ეს ორნამენტი მასზე გადადის. საბოლოოდ ყველს ფიჭვის ტოტების კვამლზე შებოლავენ. ოსციპეკს აქვს მოცარელაზე მაგარი კონსისტენცია და მძაფრი გემო, უხდება გრილზე შეწვა.

პოდჰალეს ბრინძა (Bryndza podhalańska)

გადმოცემის თანახმად, ეს ყველი პოდჰალეს, პოლონეთის უკიდურეს სამხრეთ რეგიონის, მეცხვარეებში ვალუტადაც კი გამოიყენებოდა. ბრინძა რბილია და ადვილად ნაწილდება პურზე, აქვს ნაკლებ მარილიანი, მსუბუქი გემო. ბრინძას პოლონური ტრადიციული კერძის, პიეროგის, შიგთავსად იყენებენ ან სალათებს აყრიან.

ჰაუსკიიზა სილეზიიდან (Hauskyjza)

დელიკატესების მოყვარულთათვის ეს ერთერთი ყველაზე გამორჩეული ყველია, აი, რიგით მომხარებელს კი ხშირად აფრთხობს ძალიან მძაფრი სუნით. ჰაუსკიიზა ტრადიციულად სახლში კეთდება (სახელიც აქედან მოდის) ხაჭოში კვლიავისა და სხვა ინგედიენტების შერევით. რამდენიმე დღეში ყველის მსგავსი მასა უკვე მომწიფებულია, შემდეგ შეწვავენ და შავ პურთან და ძმრიან ხახვის რგოლებთან ერთად მიირთმევენ.

ცისფერი როკპოლი (Rokpol)

ობიანი ყველი, რომელიც ფრანგული როკფორის მსგავსია, ძროხის რძით მზადდება. ობი მას მოცისფრო-მომწვანო ფერს ანიჭებს და გემოც საკმაოდ დამახასიათებელი აქვს. შესანიშანვია ღვინოსთან წასახემსებლად, რამდენიმე ღერო ნიახურთან ერთად.

Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები