2.09.2019 მოვლენები, სიახლეები

კატოვიცეს ხიბლი

ოდესღაც მეტალურგიული წარმოების ცენტრი, ამჟამინდელი კატოვიცე, სწრაფად მზარდი კულტურული ცენტრია და შესაძლოა – მომავალი მეგაპოლისიც. ქართველი მოგზაურებისთვის ეს ქალაქი ძირითადად დამაკავშირებელი პუნქტია, რადგან WizzAir-ის იაფი ბილეთები საშუალებას გვაძლევს, პოლონეთში პირდაპირი რეისით გავფრინდეთ. მოგზაურები კატოვიცედან ხშირად სხვა ქალაქებში მიემართებიან, თუმცა ამ ქალაქს უამრავი საინტერესო მხარე აქვს.

კატოვიცე სილეზიის, პოლონეთის სამხრეთი მნიშვნელოვანი რეგიონის, დედაქალაქია და, გარდა ამისა, ქვანახშირის მდიდარი საბადოებითაა განთქმული. აქედან გამომდინარე, ყოველ ახალ დამპყრობელს სურდა, ქალაქს დაპატრონებოდა. განსაკუთრებით დიდი ზარალი კატოვიცეს ნაცისტურმა დანაყოფებმა მიაყენეს. თუმცა ამჟამინდელმა კატოვიცემ ყველა სირთულე დაძლო და განვითარებას აგრძელებს. ისტორიის გაცნობა შეგიძლიათ, სილეზიის მუზეუმში დაიწყოთ, რომლის შენობა თავისთავად საინტერესოა, რადგან თანამედროვე არქიტექტურისა და მე-18 საუკუნეების ნაზავს წარმოადგენს. ის კატოვიცეს „კულტურული ზონის“ ნაწილშია. ეს უბანი ყოფილი საბადოს ადგილას დგას, რასაც ადვილად მიხვდებით, რადგან კულტურულ ზონაში ინდუსტრიული წარსულის ნაწილიც შენარჩუნდა.

საერთოდ კატოვიცე იმ მცირერიცხოვან ქალაქებს ეკუთვნის, სადაც პოლონური აქრიტექტურის ყველა სტილია თავმოყრილი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მას „პატარა პარიზს“ ეძახდნენ, რადგან რამდენიმე ბულვარი და მრავალბინიანი შენობა სწორედ ამ ქალაქს მოგაგონებთ. თუმცა მთავარი მოედნის გარშემო კლასიციზმის, მოდერნიზმისა და სოცრეალიზმის შენობებს ნახავთ. მაგალითად, სწორედ კატოვიცეში დგას პოლონეთის უდიდესი კათედრალი, რომელიც 1927 წლიდან შენდებოდა. მაგრამ, თუ გსურთ ნამდვილი ისტორიული კატოვიცეს ნახვა, ნიკიშოვიეცის (Nikiszowiec) უბანს უნდა მიაშუროთ, სადაც ქვანახშირის მომპოვებლები ცხოვრობდნენ.

დასასვენებლად მთავარ მოედანზე, რინეკზე (Rynek) წამოჯექით. ზაფხულში აქ ხელოვნური მდინარე-შადრევანი ჩამოდის, პალმების ქვეშ შეზლონგებია, ამიტომ ზოგჯერ „კატოვიცეს კალიფორნიას“ ეძახიან. ზამთარ-ზაფხულ ამ მოედანზე ბევრი საინტერესო ფესტივალი იმართება, ამიტომ თვალი ადევნეთ კალენდარს.

საღამოს ყველაზე სასიამოვნო გასეირნება მარიაცკას (Mariacka) ქუჩის გაყოლებაზეა. აქ ძირითადად ბარებია განლაგებული, ბევრ მათგანში საკუთარ ლუდს ხარშავენ და ხშირად ერთ ევროდაც შეგიძლიათ, დააგემოვნოთ.

Scheduled მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები