5.12.2021 ისტორია, მუსიკა, სიახლეები

ვლადისავ შპილმანის დაბადების 110-ე იუბილე

დღეს, ებრაული წარმოშობის პოლონელი კომპოზიტორის, პიანისტისა და კამერული მუსიკოსის, ვლადისლავ შპილმანის დაბადების 110-ე იუბილეს აღვნიშნავთ.


შპილმანი 5 დეკემბერს! ქ. სოსნოვიეცში დაიბადა.

განათლება ფრიდერიკ შოპენის სახელობის უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ კი ბერლინის Akademie der Künste-ში მიიღო.

შპილმანმა თავისი სასცენო მოღვაწეობა 1932 წელს დაიწყო. მევიოლინე ბრონისლავ გლიმპლემთან ერთად ძალიან წარმატებული დუეტი შექმნა, ხოლო 1935 წელს პოპულარული მუსიკის შეთხზვას შეუდგა. ომის დაწყებამდე პოლონეთის ნაციონალურ რადიოსთან თანამშრომლობდა.

1940 წელს იგი ვარშავის გეტოში აღმოჩნდა. 1942 წელს მან მთელი ოჯახი დაკარგა და ებრაელი პოლიციელის დახმარებით სასწაულებრივად გადაურჩა ტრებლინკას სიკვდილის ბანაკში მოხვედრას. 1943 წელს მან გაქცევა მოახერხა. გეტოდან გაქცევის შემდეგ, 1944 წლის ივლისის ბოლომდე პოლონელი მეგობრების ბინებში იმალებოდა.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილმა, მან თავშესაფარი დამწვარი სახლის ნანგრევებში, ნიეპოდლეგუოშჩის ქუჩაზე იპოვა. ცხოვრობდა მუდმივ შიშში, სრულიად მარტო, შიმშილისა და დაღლილობისგან სიკვდილის პირას მყოფი, ვერმახტის კაპიტანმა ვილმ ჰოზენფელდმა აღმოაჩინა. მისდა გასაკვირად, ოფიცერმა შპილმანი არათუ დაატყვევა, არამედ ქურთუკი აჩუქა და საკვები მიაწოდა.

შპილმანი ომს გადაურჩა.

რომან პოლანსკიმ ეს ისტორია მხ. ფილმში „პიანისტი” გვაჩვენა, რომელიც შპილმანის მემუარებზეა დაფუძნებული („Śmierć miasta 1939-45″).

ომის შემდეგ შპილმანმა თავისი საქმიანობა განაახლა და პოლონეთის ნაციონალურ რადიოს შეუერთდა. 1962 წელს მან ვარშავის საფორტეპიანო კვინტეტი დააარსა, რომელმაც 2000-ზე მეტი კონცერტი გამართა მთელ მსოფლიოში. ვლადისლავ შპილმანი ცნობილი იყო თავისი სასცენო ნაწარმოებებით. 

იგი 2000 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა ქ. ვარშავაში

დაჯილდოვებულია პოლონეთის რესპუბლიკის არაერთი ჯილდოთი და სახელმწიფო პრემიით.

დეტალური ინფორმაცია შპილმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე Culture.pl:

Władysław Szpilman – Biography | Artist | Culture.pl

photo: commons.wikimedia.org

Scheduled ისტორია მუსიკა სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები