12.12.2021 ისტორია, სიახლეები

პოლონეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღების მე-40 წლისთავი

მიმდინარე წლის 13 დეკემბერი პოლონეთში საომარი მდგომარეობის შემოღების მე-40 წელია.

კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შემოღებულმა საგანგებო ზომებმა ანტიკომუნისტური ოპოზიციის 10 000-ზე მეტი აქტივისტის რეპრესია გამოიწვია. ბევრმა მათგანმა უმაღლესი ფასიც კი გადაიხადა. ვარაუდობენ, რომ საომარი მდგომარეობის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, გაძლიერდა მოქალაქეებზე მეთვალყურეობა, ცენზურა, აიკრძალა მოძრაობა „სოლიდარობა“, დაწესდა კომენდანტის საათი, შეიზღუდა ხალხმრავალი შეკრებები, ხოლო ქუჩებში სამხედრო პატრული გამოჩნდა.

საომარი მდგომარეობის შემოღებისთვის მზადება ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და ეს პროცესი განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობდა. ოპერაციას ვარშავის პაქტის ჯარების მთავარსარდალი მარშალი ვიქტორ კულიკოვი და მისი შტაბი აკონტროლებდა.

კვირას, 1981 წლის 13 დეკემბერს, დილის 6.00 საათზე პოლონეთის რადიოს ეთერში გავიდა გენერალ ვოიჩეხ იარუზელსკის მიმართვა, რომელშიც მან პოლონელებს ეროვნული ხსნის სამხედრო საბჭოს (WRON) დაარსების შესახებ ამცნო (არაკონსტიტუციური ორგანო, რომელიც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი ოფიცრების მიერ ჩამოყალიბდა). განკარგულების თანახმად, საომარი მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხადდებოდა. ამ ოპერაციისთვის გამოიყენეს: ჯარი, სამოქალაქო მილიცია და უსაფრთხოების სამსახური.

საომარი მდგომარეობა 1983 წლის 22 ივლისამდე გაგრძელდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსისა და ხელისუფლებისადმი საზოგადოების მტრულ დამოკიდებულებას გაღვივებას.

პოლონეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღების მე-40 წლისთავთან დაკავშირებით, 13 დეკემბერს ფანჯრებთან სანთელი ავანთოთ დაღუპულების ხსოვნის და რეპრესირებულთა პატივსაცემად.

Scheduled ისტორია სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები