27.05.2022 ლიტერატურა, მოვლენები, სიახლეები

გეპატიჟებით ბარბარა კლიცკას შემოქმედების პრეზენტაციაზე

ბარბარა კლიცკა გახლავთ მწერალი, პოეტი, რედაქტორი, დრამატურგი, სცენარისტი და კულტურის ანიმატორი.

Teatr Żydowski-ში მოღვაწეობის გარდა, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ებრაული ლიტერატურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაზე ორიენტირებულ გამოცემა “Cwiszn”-ის რედაქტორად.

2012 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი “same same”, რომელიც Wrocławska Nagroda Poetycka Silesius-ზე იყო ნომინირებული. 2016 წელს, მას Nagroda Literacka Gdynia და Nagroda Silesius გადაეცა, ფილმისთვის “Nice”. იაცეკ დენელთან ერთად მან ინტერდისციპლინარული პროექტი, „ახალი საიდუმლო დეტექტივი“ შექმნა. აღნიშნული ნამუშევრის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების მქონე წიგნი, ალბომი და ბლოგი.

2017 წელს მან დრამა “Elementarz” დაწერა, რომელიც ვარშავის ეროვნული თეატრის სცენაზე დაიდგა, პიოტრ ჩეპლაკის რეჟისორობით.

2019 წელს გამოვიდა მისი რომანი “Zdrój”.

შეხვედრა მწერალთა სახლში, ივანე მაჩაბლის 13, კვირა, 29 მაისი, 18.00 საათზე.

Scheduled ლიტერატურა მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები