1.08.2022 ისტორია, სიახლეები

ვარშავის აჯანყების 78-ე წლისთავი

დღეს, ვარშავის აჯანყების დაწყების 78-ე წლისთავია. ეს იყო ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ევროპაში ყველაზე დიდი იატაკქვეშა სამხედრო ოპერაცია – ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, არამედ პოლონეთის ისტორიაში.

🔎 ვარშავის აჯანყება 63 დღე გაგრძელდა და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ქალაქის 700-წლიან ისტორიაში არცერთ მოვლენას არ ჰქონია ისეთი გამანადგურებელი გავლენა მაცხოვრებლებზე, ლანდშაფტსა და ქუჩის განლაგებაზეც კი, როგორც ვარშავის აჯანყებას.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, ვარშავის მოსახლეობა დაახლოებით 500 000-მდე შემცირდა. ხალხი ქალაქიდან გააძევეს, ხოლო თავად ქალაქი მიწასთან გაასწორეს.

ამ ტრაგიკული მოვლენების აღსანიშნავად, საღამოს 17:00 საათზე (“W” დროს) დედაქალაქსა და პოლონეთის სხვა ქალაქებში სირენები ჩაირთვება, ხოლო მოსახლეობა წუთიერი დუმილით მიაგებს მათ ხსნოვნას პატივს.

თუკი ვარშავაში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ვარშავის აჯანყების მუზეუმი.

მულტიმედიური გამოფენა მეამბოხე ვარშავის ატმოსფეროს ასახავს, სადაც ნაჩვენებია 63 დღის უთანასწორო ბრძოლა. გამოფენის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფილმს, სახელწოდებით „ნანგრევების ქალაქი“.

მუზეუმის ბმული:

Muzeum Powstania Warszawskiego – Muzeum Powstania Warszawskiego (1944.pl)

Scheduled ისტორია სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები