22-05-2023 ლიტერატურა, მოვლენები, სიახლეები

პოლონეთი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2023-ის საპატიო სტუმარია

2023 წლის 18 მაისი – ცხრა გამომცემლობა, კულტურული დაწესებულება და კვლევითი ცენტრი თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე თავის ნამუშევრებს წარადგენს პოლონეთის ეროვნულ სტენდზე. ღონისძიება 25-28 მაისს გაიმართება. საჯარო შეხვედრებსა და საუბრებში მონაწილეობას 20-ზე მეტი მწერალი, მკვლევარი, მთარგმნელი და კულტურის სფეროს მენეჯერი მიიღებს, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ამჟამინდელ კულტურულ რუკაზე გაამახვილებენ ყურადღებას და ომის დროს კულტურის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობით, ლიტერატურისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება მიმზიდველ ტრადიციად იქცა, როგორც დამოუკიდებელი კულტურული და სოციალური დიალოგის მნიშვნელოვანი ფორუმი. პოლონეთის ეროვნული სტენდი, რომელიც პოლონური ინსტიტუტისა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ არის ორგანიზებული, ლოზუნგით „სოლიდარობა თავისუფლებისთვის“, გამოჩენილ ხელოვანებს, მოაზროვნეებსა და კულტურის სფეროს ლიდერებს აერთიანებს, როგორც პოლონეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალის მიმდინარეობისას, პოლონური სტენდი სტუმრებს შეხვედრებზე მიიწვევს ავტორებთან, გამომცემლებთან, მთარგმნელებთან, ქართველოლოგებთან და კულტურულ ურთიერთობებზე მომუშავე ინსტიტუტებთან თუ მკვლევრებთან. ღონისძიების სპეციალური სტუმარი უკრაინის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ შეიკო იქნება, რომელიც ქართველ და პოლონელ ინტელექტუალებთან ერთად საჯარო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

„უმთავრეს კულტურულ ინსტიტუტებთან ერთად ძალებს არ ვიშურებთ, რათა არა მხოლოდ გამოჩენილი მწერლები და მათი ნამუშევრები წარმოვადგინოთ ან არსებული კონტაქტები გავაღრმავოთ, არამედ მოვიწვიეთ უკრაინელი პარტნიორებიც, რათა ის უპრეცედენტო გამოწვევები განიხილონ, რომლებიც ომის დაწყებამ გააჩინა, მათ შორის, აგრესორის მიერ განხორციელებული „კულტურული დეზინფორმაციის“ წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აღნიშნა პოლონური ინსტიტუტის დირექტორმა ლეხ კონჩაკმა.

სპეციალური ღონისძიებები მოიცავს დისკუსიებს იდენტობის პოლიტიკაზე, კულტურის დეკოლონიზაციასა და თვითგამორკვევის უფლებისთვის ბრძოლაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თბილისის მერიისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ციფრული პარტნიორია Veli.store. ღონისძიება ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართება, სადაც მე-11 პავილიონში პოლონეთის ეროვნული სტენდი იქნება წარმოდგენილი (საღამოს სპეციალური პროგრამა – მთავარი სივრცის გარე ტერიტორიაზე). ექსპო ჯორჯიაში ვიზიტორებს მისვლა 25-28 მაისს, 10:00-20:00 საათებში შეეძლებათ.

გიზიარებთ პოლონურ პროგრამას:

Tbilisi International Book Festival / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი – posty | Facebook

Scheduled ლიტერატურა მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები