10-11-2023 გაიცანი პოლონეთი, მოვლენები, სიახლეები

ვიწყებთ შეხვედრათა ციკლს: “რატომ პოლონეთი? რატომ პოლონური?”

რატომ პოლონეთი? იმიტომ, რომ… ეს შესაძლებლობების ქვეყანაა!

პოლონური ინსტიტუტი თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნებისა სკოლასთან ერთად გიწვევთ შეხვედრათა ციკლის პირველზე სესიაზე: “რატომ პოლონეთი? რატომ პოლონური?”

🔎 მობრძანდით და გაიგეთ პოლონეთის პოზიცია მსოფლიოში და ევროკავშირში. რითი გამოირჩევა იგი და რატომ ღირს იქ წასვლა. აღმოაჩინეთ პოლონეთი ჩვენთან ერთად, როგორც ადგილი თქვენი შემდეგი კერძო, საქმიანი თუ სტუდენტური მოგზაურობისთვის.

Როდის?

2023 წლის 15 ნოემბერს (ოთხშაბათი), საღამოს 6 საათზე.

სად?

ქ.თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში (ლადო გუდიაშვილის 7) ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის დარბაზი.

პრეზენტაციის ენა: პოლონური და ინგლისური

შეხვედრა ღიაა ყველასთვის – როგორც მათთვის, ვინც უკვე იცნობს პოლონეთსა და პოლონურს, ისე მათთვის, ვინც დაინტერესებულია პოლონეთის შესახებ საინტერესო ფაქტებით.

მასპინძელი: მაგდალენა კნაპიკი.

შენიშვნა: პროგრამა მოიცავს ცოდნის ვიქტორინას პოლონეთის შესახებ!

გულითადად გეპატიჟებით!


მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები