25.01.2024 გაიცანი პოლონეთი, მოვლენები, სიახლეები

პოლონური ენის კურსების ახალი გამოცემა

მალე პოლონური ენის კურსებს ვიწყებთ!

თუ გსურთ გაეცნოთ პოლონურ კულტურას, შეისწავლოთ პოლონური ენა და შეიტყოთ ბევრი საინტერესო რამ პოლონეთის შესახებ, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

დამწყებთათვის კურსს  ქალბატონი ბეატა კარაში გაუძღვება, საშუალო-დაწინაურებული დონის პროგრამას ქალბატონი მაგდალენა კნაპიკი უხელმძღვანელებს.

ორივე დონეზე მეცადინეობები კვირაში ორჯერ, ონლაინ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კურსები უფასოა.

გთხოვთ, განაცხადები და კურსებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კითხვები შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე გამოგვიგზავნოთ:

დამწყებთა კურსი: 

საშუალო-დაწინაურებული დონის კურსი: 

სწავლა თებერვლის დასაწყისში იწყება!

გულითადად გეპატიჟებით!

Scheduled გაიცანი პოლონეთი მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები