31.01.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები

პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია

პოლონური ინსტიტუტისა და სხვა დონორების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ქუთაისში პროფ. სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრის უმთავრესი მიზანი პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიციებია, მათ შორის, ორიგინალური მულტიდისციპლინური პროგრამა KALP (ქუთაისის არქეოლოგიური ლანდშაფტის პროექტი).

ცენტრს დოქტორი რადოსლავ კარაშევიჩ-შჩიპიორსკი ხელმძღვანელობს. აღნიშნული დაწესებულების კანცლერი და სამეცნიერო სადგურის მდივანი დოქტორი იაცეკ ჰამბურგია.

ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის მიზანია საქართველოში მიმდინარე ყველა პოლონურ-ქართული არქეოლოგიური მისიის კოორდინაცია. ერთობლივ გათხრებს კრუკოვსკის ცენტრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ვარშავის უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიის კათედრასთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

პოლონურ-ქართული ცენტრი არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უცხოური არქეოლოგიური სადგური კავკასიაში, რომელიც კვლევებს ქუთაისისა და რომაული ციხე-სიმაგრე აფსაროსის (გონიო) ტერიტორიაზე ატარებს. 

სწორედ პროფ. სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის დამსახურებაა ის აღმოჩენები, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქუთაისში გავაკეთეთ (დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით მე-13-12 სს.).

2023 წელს, გათხრებისას ექსპედიციამ კიდევ უფრო ძველი არტეფაქტები აღმოაჩინა (ძვ. წ. 1700 – 1400 წლები). ეს არის ქუთაისში არსებული უძველესი სამოსახლო ობიექტები, რაც პროტოკოლხური, ანუ კოლხეთზე უფრო ძველი კულტურის არსებობას ადასტურებს.

გარდა ამისა, ცენტრი არქეოლოგიურ სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს ატარებს უახლეს აღმოჩენებსა და პოლონურ-ქართულ არქეოლოგიურ კვლევებზე.

თავის მხრივ, პოლონურ-ქართულ ექსპედიციას, რომელიც რომაულ ციხე-სიმაგრე აფსაროსს იკვლევს, შეუძლება მრავალი წარმატებებით დაიკვეხნოს.

ერთ-ერთი ბოლო ამბავი რომაელი ლეგიონერების (X Fretensis-ის ლეგიონიდან, რომლებიც ებრაელთა აჯანყებების სისხლიანი ჩახშობით შევიდნენ ისტორიაში) კვალის აღმოჩენაა გონიოში. ეს ყველაფერი გათხრებისას ნაპოვნი ასობით ბრინჯაოს მონეტის ანალიზის წყალობით დადგინდა. ზოგიერთ მათგანზე არქეოლოგმა და ნუმიზმატმა დოქტორმა პიოტრ იავორსკიმ (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტი) დამატებითი მარკები (ე.წ. კონტრამარკები) შენიშნა, რისი წყალობითაც კოლხეთის ციხე-სიმაგრე აფსაროსში აღნიშნული ლეგიონის დისლოკაცია დადასტურდა. ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან მათი ყოფნის ნამდვილი მიზეზი ასეთ შორეულ მხარეში.

HOMEPAGE (uw.edu.pl)

ფოტო: პროფ. სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი

Scheduled ისტორია მოვლენები სიახლეები

მართლა აქ ეძებდნენ არგონავტები ოქროს საწმისს? პოლონელი

მკვლევრების პოლონურ-ქართულმა ჯგუფმა ქუთაისში მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენების დიდი ნაწილი დაახლოებით 3700 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კოლხეთის მითიური დედაქალაქი აია დღევანდელი ქუთაისია. სწორედ აქ უნდა მიეღოთ არგონავტებს ოქროს საწმისი.
12 02.2024 ისტორია, მოვლენები, სიახლეები